„რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრი“ აგრძელებს იმ მესიჯების ანალიზს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ნერგავს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოსავლეთ უკრაინაში. ამ სტატიაში განხილულია პერიოდი 2020 წლის 22-დან 28 ივნისამდე.
დროის ამ მონაკვეთში რუსი პროპაგანდისტების მუშაობის სამი მთავარი მიმართულების გამოკვეთა შეიძლება. პირველი დონეცკისა და ლუგანსკის ბავშვებისა და მოზარდების ცნობიერების მილიტარიზაციაა, რომლის კულმინაციადაც 24 ივნისის აღლუმი იქცა.
მეორე მესიჯი უკრაინის „ნეოფაშიზმში“ ვითომ მხილება, ხოლო მესამე დღის წესრიგის არქაიზებას, ძველი თემების რეანიმაციასა და გათანამედროვებას გულისხმობს აქტუალური და თანამედროვე მესიჯების შემუშავების საპირისპიროდ.
„ძლევამოსილების ცოფი“ ანუ „Back in the USSR“
თანამედროვე რუსული პროპაგანდის ერთგვარი საყრდენი „რუსული სამყაროს“ კონცეფციაა, ამ კონსტრუქციის ალფა და ომეგა რუსეთის როლის ჰიპერბოლიზაციაა, რომელიც ამკვიდრებს წარმოადგენას რუსეთზე, როგორც ერთადერთ გამარჯვებულ ქვეყანაზე გერმანულ ნაციონალურ სოციალიზმზე მეორე მსოფლიო იმის მსვლელობისას. 1941-45 წლების მოვლენები (ამგვარია ომის ქრონოლოგიური საზღვრების რუსული ვერსია), გამოიყენება მოსახლეობის მილიტარიზაციის ზრდისთვის, მათ შორის მოზარდებსა და ბავშვებში. ეს მეთოდი მუშაობს, როგორც საკუთრივ რუსეთის, ასევე მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. ამ „ძლევამოსილების ცოფის“ კულმინაციად სამხედრო აღლუმები იქცნენ, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს იმართებოდა. თუმცა წელს, პანდემიის გამო, აღლუმის გამართვა 24 ივნისამდე გადაიდო როგორც მოსკოვში, ასევე ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში.
აღლუმის გამართვას წინ უძღოდა არაერთი პროპაგანდისტული ღონისძიებება, რომლებიც უნდა განხილულ იქნას არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული მსოფლმხედველობრივი ომის ნაწილად.
მაგალითისთვის, ოკუპირებული დონეცკის „ადმინისტრაციის მეთაურმა“ - ალექსეი კულემზინმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკში საბჭოთა მეთაურის ივან პანფილოვის ძეგლის დადგმის თაობაზე. გარდა ამისა “სახელმწიფო“ კომპანია „პოჩტა დონბასამ“ (დონბასის ფოსტა) გამოუშვა საფოსტო ბარათი სახელწოდებით „გამარჯვებულთა პარადი 1945 წლის 24 ივნისს“, ბარათი გამოიცა მარკასთან ერთად, რომელზეც გამოსახულია საბჭოთა მარშალი გიორგი ჟუკოვი.
მხედართმთავარი ჟუკოვი ცნობილია თავისი უსულგულო დამოკიდებულებით იმ ჯარისკაცებისა და ოფიცრების სიცოცხლისადმი, რომლებიც მისი ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებოდნენ, რასაც კარგად ასახავს ანდაზა, რომელიც რუსეთში მისი მოღვაწეობის შედეგად გაჩნდა - „ქალები კიდევ გააჩენენ შვილებს“.
დუაიტ ეიზენჰაუერის წერდა თუ როგორ უყვებოდა თვითონ ჟუკოვი იმის თაობაზე, თუ როგორ აგზავნიდა ის დანაღმულ ველზე საბჭოთა ჯარისკაცებს.
„გერმანელების მიერ დანაღმული ველები, რომლებსაც ისინი ცეცხლითაც იცავდნენ, ჩვენთვის ტაქტიკურ წინაღობას წარმოადგენდნენ, რამაც დიდი დანაკარგები მოგვიტანა და აფერხებდა ჩვენს წინსვლას. მათი გავლა ჩვენთვის ყოველთვის რთული იყო, იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა ინჟინრებმა რამდენიმე მოწყობილობა გამოიგონეს ნაღმების უვნებელსაყოფად. ამ საკითხზე ჟუკოვმა გულგრილად მიპასუხა „არსებობს ორი ტიპის ნაღმები, ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო. როცა ჩვენ დანაღმული ველი გვეღობება წინ, ჩვენი ქვეითები ისე აგრძელებენ შეტევას, თითქოს ნაღმები არც არსებობდეს. ჩვენ ამ დანაკარს ასე ვუყურებთ: - იგივე დანაკარგს ვნახავდით გერმანელებს რომ იგივე ტერიტორია კი არ დაენაღმათ, არამედ კონცენტრირებული ცეცხლი გაეხსნათ ჩვენი ჯარისკაცებისათვის. თუმცა, ქვეითებზე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები არ დეტონირებენ, ამიტომ მას შემდეგ, რაც ჯარისკაცები დანაღმულ ველს გაივლიან და განთავსდება პლაცდარმზე, რომელსაც ადრე მოწინააღმდეგე აკონტროლებდა, ჩვენ ვუშვებთ ველზე განმნაღმველებს, რომლებიც ასუფთავებენ გზას ტანკებისა და სამხედრო მანქანებისათის“. წარმოვიდგინე სურათი თუ რა დაემართებოდა ნებისმიერ ამერიკელ ან ბრიტანელ მეთაურს, რომელიც შეეცდებოდა მსგავსი ტაქტიკის გამოყენებას. უფრო ნათლად კი წარმომიდგა სურათი თუ რას იზამდნენ ჩვენი ნებისმიერი დივიზიის ჯარისკაცები, მსგავსი ტაქტიკის დანერგვა რომ გვეცადა ჩვენს სამხედრო დოქტრინაში. ამერიკელები ომის ფასს განსაზღვრავენ ადამიანური მსხვერპლით, ხოლო რუსები - ნაციის საერთო დანაკარგით“ - წერდა ეიზეინჰაუერი.
ყოველივე ამის მიუხედავად, გმირი ჟუკოვი და სტალინის სხვა ოდიოზური თანამებრძოლები კონკრეტულ ადგილს იკავებენ რუსეთის სამხედრო-ისტორიულ პანთეონში.
დონეცკში გაიმართა კიდევ ერთი აქცია არსენალიდან „ყურადღების კონსტრუქტორები“ (გ. პოჩეპცოვის ტერმინია). აქ. 24 მარტს გამოშვებულ იქნა საფოსტო ბლოკი საერთო სახელწოდებით „დიადი გამარჯვების წელი. 1945-2020“ (ტირაჟი 2 ათასი ეგზ.), რომელშიც შევიდა 13 საფოსტო მარკა: „დიდება გმირ-ქალაქ ლენინგრადს“, „დიდება გმირ-ქალაქ სტალინგრადს“, „დიდება გმირ-ქალაქ სევასტოპოლს“, „დიდება გმირ-ქალაქ ოდესას“, „დიდება გმირ-ქალაქ კიევს“, „დიდება გმირ-ქალაქ მოსკოვს“, „დიდება ბრესტის გმირ ციხესიმაგრეს“, „დიდება გმირ-ქალაქ ქერჩს“, „დიდება გმირ-ქალაქ ნოვოროსიისკს“, „დიდება გმირ-ქალაქ მინსკს“, „დიდება გმირ-ქალაქ ტულას“, „დიდება გმირ-ქალაქ მურმანსკს“ და „დიდება გმირ-ქალაქ სმოლენსკს“.
ყურადღებას იქცევს ორი მთავარი მომენტი. პირველი - იმ ქალაქების მოხსენიება, რომლებიც დიდი ხანია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობენ - კიევის, ოდესის, ქერჩის, სევასტოპოლის (ყველა უკრაინის ქალაქია, მათგან ბოლოს მოხსენიებული ორი მდებარეობს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე), მინსკისა და ბრესტის (ბელორუსი). მეორე მომენტი რუსეთის ქალაქებისთვის საბჭოთა დასახელებების გამოყენებაა - ლენინგრადი სანქტ-პეტერბურგის და სტალინგრადი ვოლგოგრადის ნაცვლად. აღნიშნულ საფოსტო ბლოკზე იოსებ სტალინის გამოსახულებაა მოთავსებული საბჭოთა გაზეთ „პრავდას“ პირველი გვერდიდან.
გმირი ქალაქებისადმი მიძღვნილი სამახსოვრო ნიშნების ანალოგიური კომპლექტი გამოსცა ოკუპირებული დონეცკის „ცენტრალურმა რესპუბლიკურმა ბანკმა“. მასშიც მოხსენიებულია ქალაქები კიევი და მინსკი.
ამგვარად ცდილობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „სსრკ 2.0“ პარადიგმის რეანიმირებას, რომლის შექმნის აუცილებლობაზე მუდმივად საუბრობენ რუსი პროპაგანდისტები. პარადიგმა „სსრკ 2.0“ „ხალხთა ძმურ ოჯახში“ უკრაინისა და ბელორუსის დაბრუნებას გულისხმობს.
ბრალდება „ფაშიზმში“ და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატების (НКВД) რეაბილიტაცია
ამავდროულად დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ისმის პროპაგანდისტული მესიჯები, თითქოს „უკრაინაში ხელისუფლება ფაშისტებმა იგდეს ხელთ“. ამ ნარატივის მიზანი ანტაგონიზმის გაზრდაა. მისი ქვეტექსტი ასეთია: - ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები - გამარჯვებული საბჭოთა მეომრების შთამომავლები, ხოლო ის უკრაინელები, რომლებიც ოფიციალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ - „ბენდერების“ შთამომავლები არიან, შესაბამისად „სახალხო ომი, წმინდა ომი“ «война народная, священная война» ისევ გრძელდება!
გასულ კვირას ეს გზავნილი არაერთხელ გაისმა როგორც „სახელმწიფო“ მედიის საშუალებებში, ასევე პროპაგანდისტულ აქციებზე, რომლებიც მრავლად გამართეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ასე მაგალითად ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „სახალხო საბჭოს სახალხო კლუბის“ მიერ 22 ივნისს გამართულ სხდომაზე, რომლის თემა იყო „დიდი სამამულო ომის დასაწყისი - პროლოგი დიადი გამარჯვებისთვის: ხსოვნა და ბრძოლა ისტორიის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ“, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ „მეთაურმა“ ვლადიმირ ბიდევკამ განაცხადა, რომ განსაკუთრებით აქტუალურია ისტორიის ფალსიფიკაცია უკრაინისთვის, სადაც: - „ნაციონალურმა ფორმირებებმა საფუძვლად აიღეს ფაშიზმის იდეოლოგია... ფაშისტი ნაციონალისტების გავლენით უკრაინის ხელისუფლება ცდილობს ამოშალოს ისტორიიდან გმირული გვერდები... თუმცა მას ააქვს კვლავ აღმოცენების თავისებურება, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ამ ისტორიას ივიწყებს და ფაშიზმი, რომელიც სადღეისოდ გავრცელდა უკრაინაში, დარწმუნებული ვარ, მალე კვლავ დამარცხდება!“
ფაქტობრივად გაიმეორა ბიდევკას სიტყვა თავის გამოსვლაში „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო პოლიციის წარმომადგენელმა იაკოვ ოსადჩიმ:
„უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ სიამოვნებს ის, თუ როგორ იაზრებს ხალხი დიადგი გამარჯვებას, შესაბამისად ისინი ცდილობენ ხალხის ცნობიერებიდან განდევნონ ისტორიული ფასეულობები, და მათ ჩანაცვლებას ბანდერას დამნაშავეთა რაზმის იდეოლოგიით, რომლებიც თანამშრომლობდნენ ნაცისტი ოკუპანტების რეჟიმთან“ - თქვა ოსადჩიმ.
ასევე ისმოდა დაუსაბუთებელი და ხელოვნურად შეკოწიწებული ბრალდებები „ფაშიზმში“ უკრაინის მიმართ, „ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების“ ტერორისტული დაჯგუფებების მეთაურთა გამოსვლებშიც, სამხედრო აღლუმების მსვლელობისას. მაგალითად დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის ადმინისტრაციის თავმჯდომარე დენის პიშულინმა განაცხადა:
„ნაციონალიზმმა თავი წამოყო. კიევის დანაშაულებრივმა ხელისუფლებამ მოახდინა იმ ომის (იგულისხმება მეორე მსოფლიო ომი) სასტიკი გაკვეთილები და ნაციონალიზმითა და რადიკალიზმით შეიარაღებულმა მშრომელ დონბასთან სამხედრო კონფლიქცი გააჩაღა!“
იგივე გზავნილი „ისტორიის ფალსიფიკაციის მცდელობებზე“ და „უკრაინულ ფაშიზმზე“ ტრანსლირებული იყო სხვა კოლაბორაციონისტის, ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის „ხელმძღვანელის“ ლეონიდ პასიჩნიკის მიერ.
„მიხედავად მოვლენათა მიმდინარეობის დეფორმაციის მცდელობისა, ჩვენ მათ არ მივცემთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის გადაწერისა და მეორე მსოფლიო ომში გმირულად მებრძოლი საბჭოთა ხალხის ხსოვნის შეურაცყოფის საშუალებას. 1945 წლის მაისის ძლევამოსილი გამარჯვებით დაიწყო გამარჯვებულთა ერა, რომელთა შთამომავლები ვართ დღეს ჩვენ ყველანი. ამას ადასტურებს 2014 წლიდან ჩვენი არმია უკრაინულ ფაშიზმთან ბრძოლაში... უკროფაშიზმთან ბრძოლამ დაგვანახა, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც დაამარცხებს დონბასელ ხალხს“ - განაცხადა მან.
ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო საბჭოს“ დეპუტატმა ალექსანდრა კოვალენკომ ასევე გამოიყენა ეს პროპაგანდისტული გზავნილი თავისი გამოსვლის დროს ლუგანსკში გამართულ აღლუმზე.
„ისტორიას აქვს განმეორების თავისებურება, დღეს ჩვენი რესპუბლიკა, ისევე როგორც მაშინ საბჭოთა კავშირი, ეწინააღმდეგება ფაშიზმს, ერთადერთი იმ განსხვავებით, რომ მაშინ იყო გერმანული ფაშიზმი, ახლა კი უკრაინულია“ - განაცხადა კოვალენკომ.
არა მხოლოდ აზრობრივად ერთგვაროვანი, არამედ ამდენად ერთგვაროვანი ლექსიკის და მსგავსი სემანტიკური კონსტრუქციების გამოყენება, გვაფიქრებინებს, რომ არსებობს ერთგვარი წინასწარ შედგენილი შაბლონები, რომელსაც რუსი პროპაგანდისტები აწვდიან დონეცკისა და ლუგანსკის საოკუპაციო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს.
რაც შეეხება თვითონ აღლუმს, უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსული საოკუპაციო ძალების პირველი და მეორე სამხედრო კორპუსების მიერ აღლუმზე წარმოდგენილი იყო ისეთი სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ვერანაირად „ამოთხრიდნენ შახტებიდან“. კერძოდ, დონეცკის ცენტრალურ ქუჩაზე ჩამოატარეს ისეთმა ჯავშანტექნიკა, როგორიცაა БТР-80, БМП-1 და БМП-2, ტანკები Т-72, თვითმავალი არტილერიული დანადგარები 2С1 «Гвоздика» და 2С9 «Нона, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი «Стрела-10».
ლუგანსკში აღლუმში წარმოდგენილი იყო: - ტანკები Т-72, БМП და БТР, 152 მმ-ანი ჰაუბიცა «Мста-Б», 122-მმ-იანი ჰაუბიცა Д-30, საზენიტო სარაკეტო კომპლექსი «Стрела-10» და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა «Град».
ესაა კიდევ ერთი ფაქტი „მინსკის შეთანხმებების“ დარღვევისა, რომლის მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ მძიმე შეიარაღება გადატანილ უნდა იქნას მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე, რაც ვერიფიცირებულ უნდა იქნას ეუთოს წარმომადგენლების მიერ.
შეთანხმების თანახმად უსაფრთხოების ზონა არტილერიული სისტემებისთვის, რომლის კალიბრი 100 მმ-ს, შეადგენს 50 კილომეტრს (25 კმ ორივე მხარისთვის) ან 70 კილომეტრს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის (35 კმ ორივე მხარისთვის). იმდენად რამდენადაც, არტემის ქუჩა დონეცკში, რომელზეც აღლუმი გაიმართა, ფრონტის ხაზიდან სულ რაღაც 10 კილომეტრში მდებარეობს, - ეს შეთანხმების დარღვავაა.
წინა წლებში გამართული აღლუმების დროს, ლუგანსკისა და დონეცკის ხელოვნურად შექმნილი ხელისუფლებების მეთაურები თავს იმით იმართლებდნენ, რომ სამხედრო ტექნიკა, რომელიც აღლუმებში მონაწილეობდა „ანტიკვარული“ და „რარიტეტულია“ და ამდენად შეუძლებელია მისი გამოყენება სამხედრო თვალსაზრისითო. იგივეს თქმა იმ სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც 2020 წლის 14 ივნისის აღლუმზე იყო წარმოდგენილი დონეცკსა და ლუგანსკში, არანაირად არ შეიძლება.
გამართულ აღლუმებზე ასევე დაფიქსირდა არქაული ნარატივის «back in the USSR» პროპაგანდირების შემთხვევები. კერძოდ, მათში მონაწილეობდა საბჭოთა პერიოდის სამხედრო ტექნიკაც, ლუგანსკისა და დონეცკის აღლუმში მონაწილე სამხედროების ნაწილი კი მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საბჭოთა ფორმაში იყო გამოწყობილი.
ცაკლე იმსახურებს ყურადღებას ის ფაქტიც, რომ დონეცკის ოკუპირებული ოლქის ტერიტორიაზე გამართული აღლუმის მონაწილეთა ნაწილი საბჭოთა პერიოდის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (НКВД) ფორმებში იყო გამოწყობილი.
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლის (НКВД) ფორმა ეცვა ასევე დონეცკის ოკუპირებული ოლქის მეთაურის დენის პუშილინის დაცვის წარმომადგენელიც.
ადრე ამ ფორმით დაძრწოდა ოკუპირებული „დონეცკის რესპუბლიკის“ ხელმძღვანელი ალექსეი მურატოვი, რომელიც ამ თანამდებობაზე დენის პუშილინის განკარგულებით იქნა დანიშნული.
ცნობა: შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (НКВД) - წარმოადგენს სადამსჯელო ორგანოს, რომელიც ფორმირებული იყო 1934 წელს პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით ოისებ სტალინის შემოთავაზების შედეგად. ამ უწყებამ ითამაშა გადამწყვეტი როლი სტალინის მიერ საბჭოთა კავშირში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოწყობილ ტერირისა და რეპრესიებში. კერძოდ, საბჭოთა კონსტიტუციის წინააღმდეგ, კომისარიატის წარმომადგენლებს შეეძლოთ განეხილათ „ხალხის მტრების“ საქმეები არასასამართლო რეჟიმში, ამასთან ერთპიროვნულად მიეღოთ გადაწყვეტილებები გადასახლებასა და ქონების კონფისკაციაზე, დეპორტაციაზე, კონცლაგერში გაგზავნასა და სიკვდილით დასჯაზე (დახვრეტაზე). სხდომები იმართებოდა ადვოკატის გარეშე, ბრალდებულებს არ ჰქონდათ აპელაციის ან შეწყალების შესახებ თხოვნით მიმართვის საშუალება. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატების (НКВД) სტრუქტურაში ასევე (1935 წლიდან) შედიოდა „მშრომელთა დასახლებების მმართველობები“, რომელიც ასახლებდა „სოციალურად უცხო ელემენტებს“, „კულაკებს“ და დეპორტორებული ხალხების წარმომადგენლებს. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატების ქვესტრუქტურა იყო ასევე ცნობილი ГУЛАГ-ი ანუ შრომით-გამოსასწორებელი ბანაკების და კოლონიების მთავარი სამმართველო. სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებით იყო ასევე დაკომპლექტებული ეგრეთ წოდებული „გადამღობი რაზმები“ რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას იდგნენ საბჭოთა ჯარების პოზიციების უკან და ცელცხლს უხსნიდნენ მათ, ვინც ბრძოლის ველის დატოვებას ცდილობდა. მათვე ჰქონდათ დავალებული „დეზერტირების, მხდალებისა და პანიკიორების“ გამოვლენა და მათზე საველე-სამხედრო სასამართლოს გამართვა ადგილზე დახვრეტის უფლებით.
დონეცკის ოკუპირებული ოლქის ერთ ერთი შტატიანი პროპაგანდისტი ალექსეი აკუტინი მორალურ-ისტორიული თვალსაზრისით სათუო, თუმცა რუსული პროპაგანდის თვალსაზრისით „სწორი“ თეზისებით შეეცადა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატების (НКВД) რეაბილიტაციას. კერძოდ, თავის ტელეგრამ-არხზე ის წერდა:
„დიდი ხნის განმავლობაში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატები (НКВД) შემოსილი იყო რაღაც უარყოფითი შარავანდედით, რაც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებსა და უკონტროლო სადამსჯელო ღონისძიებების წარმოებასთან. მაგრამ ამავდროულად რაღაცნაირად ივიწყებენ, რომ სწორედ სახალხო კომისარიატების ჯარისკაცები... ებრძოდნენ ბანდეროვშჩინას, „ტყის ძმებს“ და სხვა უწმინდურობას, რაც აქტუალურია ჩვენი დროისთვისაც“.
იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო კომისარიატის წარმომადგენელთა უნიფორმები მასობრივად იქნა გამოყენებული, რაც შეუძლებელი იქნებოდა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ საოკუპაციო ხელისუფლების მაღალჩინოსანთა თანხმობის გარეშე, საქმე გვაქვს არა კერძო შემთხვევასთან, არამედ მზარდ ტრენდთან. აქ აკუმულირებულია „სსრკ 2.0“-ის ერთდროულად რამდენიმე პროპაგანდისტული მესიჯი, ერთი რომ საჭიროა „მკაცრი ხელი“ და „წესრიგის დამყარება ნებისმიერ ფასად“, მეორე ირიბი მესიჯი კი სტალინ-პუტინის კულტის დანერგვაა.
ბავშვთა და მოზარდთა მილიტარიზაცია ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში: სამხედრო ბანაკები და პატრიოტული ფეიკები
კიდევ ერთი მომენტი, რომელსაც საჭიროა მიექცეს ყურაღღება არის ის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასის ტერიტორაზე გამართულ აღლუმებში ძალდატანების შედეგად მონაწილეობდნენ ბავშვები და მოზარდები. საქმე ეხება ეფიმოვის სახელობის ლუგანსკის კაზაკების კადეტთა კორპუსის კურსანტებს, დონეცკის უმაღლესი საერთო-სამხედრო სამეთაურო სასწავლებლის კურსანტებს და დონეცკის გაძლიერებული ფიზიკური მომზადების ლიცეუმ ინტერნატის მოსწავლებს.
დოკუმენტები რომლებიც ცხადყოფს, რომ მოზარდთა გამოყვანა პროპაგანდიტულ ღონისძიებებზე ძალდატანებით ხდებოდა, უკრაინის სამხედრო ძალების ოფიცერმა სერგეი ნეშჩადიმ ჯერ კიდევ აღლუმებისთვის მზადების პერიოდში გაასაჯაროვა. ამ დოკუმენტებით ჩანს, თუ როგორ ითხოვს ახალგაზრდებისგან „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტრო“ წარმოადგინონ განაცხადი დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობაზე და ავალებს დონეცკის ადმინისტრაციას უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება ქალაქის ცენტრში აღლუმის რეპეტიციებში მონაწილეობის მისაღებად.
ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში გამართულ სამხედრო აღლუმებში მონაწილეობდნენ სამხედრო-პატრიოტული მოძრაობა „ახალგაზრდა არმია - იუნარმიას“ აქტივისტები, ეს ორგანიზაცია ანალოგიური სახელწოდების მქონე რუსული ორგანიზაციის ასლია, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით აფინანსებს.
„ახალგაზრდა არმია - იუნარმიას“ აქტივისტები:
ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა „ახალგაზრდა თაობის მზაობისა და სამშობლოს დასაცავად სამოქალაქო და კონსტიტუციური ვალდებულებების შესასრულებლად პრაქტიკული მზადყოფნის უზრუნველყოფაა“. შეგახსენებთ, რომ „პუტინიუნგენდის“ მომზადება ჩადებულია რუსეთის ფედერაციის ახალ სამხედრო დოქტრინაში (2014 წლის დეკემბერი). კონკრეტულად კი დოქტრინის თანახმად, „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთ ძრითად საფრთხედ მიჩნეულია „მოღვაწეობა საინფორმაციო ზეგავლენის მიზნით... პირველ რიგში ქვეყნის ახალგაზრდობაზე. ამგვარი მოღვაწეობის მიზანია ქვეყნის დაცვის ისტორიული, სულიერი და პატრიოტული ტრადიციის მოშლა“. ბავშვები და მოზარდები, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იგივე პარადიგმის ნაწილი ხდებიან, ეს კი ხორციელდება მათი ისეთ პარამილიტარიზირებულ ორგანიზაციებში რეგულარულად ჩართვის გზით, როგორიცაა „იუნარმია“. ამავე მიზნით ცდილობენ მიაღებინონ მათ მონაწილეობა „პატრიოტულ“ აქციებსა და „სამხედრო-პატრიოტულ ბანაკებში“. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მუშაობა ბავშვების მილიტარიზაციის თვალსაზრისით აქტიურდება საზაფხულო არდადეგების პერიოდში.
გასულ კვირას, „ლუგანსკის საინფორმაციო ცენტრის“ ვებ-გვერდის მეშვეობით „დონბასის პატრიოტული ასოციაციის“ სოციალურ ქსელ VK-ში მიმდინარეობდა მშობლების რეგისტრაცია მათი შვილების სამხედრო პატრიოტულ შეკრება „წმინდა გიორგი“-ზე მობილიზების მიზნით.
უპირატესობა ენიჭებათ ბავშვებს პრობლემების მქონე ოჯახებიდან, მათ შორის მათ, ვინც „პოლიციის“ აღრიცხვაზე იმყოფება. საბავშო პროპაგანდისტული პროექტი რომელიც იმართება საზაფხულო ბანაკ „ტყის სივრცის“ ბაზაზე, რომელში მონაწილეობაც პრაქტიკულად უფასოა, ოკუპირებულ ლუგანსკში 2016 წლიდან ფუნქციონირებს.
ოკუპანტები ფიქრობენ რომ მიმდინარე წელს ამ ბანაკს ეწვევა 100-ზე მეტი ბავშვისგან შემდგარი სამი ჯგუფი მაინც (კარანტინამდე ბანაკი 1 მიღებაზე 250 ბავშვს ემსახურებოდა).
ბავშვებს, რომლებსაც 8 წელი შეუსრულდათ ასწავლიან სამხედრო ხელოვნებას, იარაღთან და ფეთქებად საშუალებებთან ურთიერთობას, სადაზვერვო საქმიანობას, ტაქტიკურ მედიცინასა და საინფორმაციო ომის თავისებურებებსაც კი.
ინსტრუქტორებად მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს (МВД) თანამშრომლები (მათ შორის სპეცდანიშნულების რაზმის „ბერკუტი“-ს წევრები), ასევე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს (МЧС), სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს (МГБ), ჯანდაცვის სამინისტროს (МОЗ) და ინფორმაციის, ბეჭდვია და მასობრივი კომუნიკაციების სამინისტროს „ჟურნალისტიკის“ სექციის თანამშრომლები.
ოკუპურებული ლუგანსკის ოლქის „ინფორმაციის სამინისტროს“ ხელმძღვანელი ვიაჩესლავ სტოლიარენკო 2016 წელს, ბანაკის გახსნის დროს იუწყებოდა:
„ჩვენი რაზმისათვის „ახალგაზრდა ჟურნალისტები“ და „ახალგაზრდა კიბერმეომრები“ ჩვენ აღვჭურვავთ კომპიუტერულ კლასს და ჩავატარებთ გაკვეთილებს ფოტოგრაფიასა და ჟურნალისტიკაში.“
ამგვარად, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ნორჩ მაცხოვრებლებს არა მხოლოდ „ცხელი ომიმს“ წარმოების მეთოდებს, არამედ საინფორმაციო-აზრობრივი ომის წარმოებას ასწავლიან. მომავალ წელს „პატრიოტული აღზრდის“ ამ სისტემის კოპირება იგეგმება ლუგანსკის სხვა საზაფხულო ბანაკებშიც იგეგმება.
ბავშვთა და მოზარდთა მილიტარიზების პოლიტიკა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ უფრო და უფრო მეტად შედის ძალაში და დრო არ მუშაობს უკრაინის სასარგებლოდ. დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ოლქების მზარდ თაობას დასაწყისიდანვე უდებენ თავში რუსეთის პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომლებიც საბოლოო ჯამში ამ ბავშვების მსოფლმხედველობის ნაწილად იქცევიან.
განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს საოკუპაციო ადმინისტრაციის მცდელობები, რაც ბავშვების სამხედრო ღონისძიებებში ჩართვას გულისხმობს. ახალგაზრდობის „პატრიოტული სულით“ აღზრდისა და მათი „სამშობლოსთვის თავგანწირვის“ უზრუნველსაყოფად პროპაგანდისტები შესაბამისი ცრუ-მაგალითების გამოგონებასაც არ ერიდებიან.
პრორუსი პროპაგანდისტი ალექსეი აკუტინი, წინა კვირას, ახალგაზრდობის დღის მისალოცად სოციალურ ქსელზე გამოქვეყნებულ ტექსტში ყვებოდა ვინმე გამოგონილ „15 წლის ვალერია ლიახოვაიას შესახებ, რომელიც ვითომ იმ დროს გარდაიცვალა, როცა „აჯანყებულებთან ერთად“ უწევდა წინააღმდეგობას უკრაინის სამხედრო ძალებს ლისიჩანსკთან ახლოს“.
ეს ძველი ცრუ ინფორმაციაა, რომელიც რუუსულ სოციალურ ქსელებში VК, ОК და ტვიტერზე 2014 წლის ნოემბერში გავრცელდა. ცრუ ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვანი ვალერია ლიახოვა, ზედმეტსახელით „კრასოტკა“ (ლამაზმანი), რომლის მამაც წინა ხაზზე გარდაიცვალა, ვითომ ტანკს შეუვარდა სამი გრანატა Ф1-ით ხელში, რათა სხვა „ბოევიკები“ გადაერჩინა.
სიცრუე ძალიან ვირალური გამოდგა და მრავალი გაზიარება ჰქონდა. მალე ეს „ინფორმაცია“ თავად „შეწირულმა“ უარყო, ვინმე პოლინა ტურჩინამ დაწერა, რომ გოგონა, რომელიც გამოსახული იყო ფოტოგრაფიაზე და მოხსენიებული იყო ვალერია ლიახოვად, სინამდვილეში მას ეკუთვდონა და შეტყობინების ავტორმა მოიპარა.
ძველი სიცრუის რეანიმირების წარუმატებელი მცდელობა ნათლად მიუთითებს ოკუპანტების იმ გეგმაზე, რომელიც მათ ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ახალგაზრდობასთან დაკავშირებით გააჩნიათ. მის ერთადერთ სიკეთედ, რუსი პროპაგანდისტების აზრით, უნდა იქცეს მზაობა როგორც „სამშობლოსათვის“ სხვისი მოკვლის ასევე თავგანწირვისათვის.
საჩუქრები საინფორმაციო ფრონტის მეომრებისთვის და პროპაგანდაზე დანახარჯების ზრდა
სხვა სიახლეებს შორის, რომლებიც პირდაპირ არ ეხება პროპაგანდისტულ გზავნილებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ ირიბად უკავშირდებიან მას, აღსანიშნავია ორი მოვლენა.
პირველი უკავშირდება ორი კოლაბორაციონისტი პროპაგანდისტის დაჯილდოებას ოკუპირებული დონეცკის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა ანდრეი რუდენკოსა და სერგეი მაკარენკოს გადასცა ორდენები „რესპუბლიკის წინაშე დამსახურებათა გამო“.
ანდრეი რუდენკო - სამხედრო კორესპონდენტი, რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიო-მაუწყებლობის ქსელის ВГТРК დონბასში მომუშავე რეპორტიორთა ჯგუფების ხელძღვანელი, ანტიუკრაინელი პროპაგანდისტია.
სერგეი მაკარენკო - Life News-ის თანამშრომელია, ეუთოს მიერ გაკიცხულია ერთ-ერთი კიბორგის (ვითომ ინტერვიუს სახით) სასტიკად წარმართული დაკითხვის გამო. 2019 წლიდან მაკარენკომ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
ორივე პროპაგანდისტი „მშიდობისმყოფელის“ საქმის ფიგურანტები არიან. მათი დაჯილდოება „სახელწმიფო ჯილდოებით“ - კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ როლს, რომელსაც ოკუპანტების აზრით, თანამედროვე რუსულ-უკრაინულ დაპირისპირებაში თამაშობს საინფორმაციო კომპონენტი. შეგახენებთ, რომ 2014 წელს ვლადიმირ პუტინმა მედიის 300 წარმომადგენელი დააჯილდოვა მედლებით „ყირიმის რესპუბლიკის მოვლენების გაშუქებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ობიექტურობისათვის“.
მეორე მოვლენა, რომელსაც ასევე უნდა მიექცეს ყურადღება - ესაა საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ გაჟღერებული გეგმა ნოვოაზოვსკის რაიონში სარეტრანსლაციო ანძის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ 22 ივნისს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კავშირგაბმულობის მინისტრმა“ იგორ ხალეპამ განაცხადა. მისი განცხადებით რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის მიმდინარე წლის „ბიუჯეტში“ ამ მიზნით გათვალისწინებულია 65 მილიონი რუბლის გამოყოფა (რაც დაახლოებით მილიონ აშშ დოლარს შეადგენს). ხალეპა ირწმუნება, რომ ეს საშუალებას მისცემს მათ არა მხოლოდ გააუმჯობესონ სატელევიზიო სიგნალის დაფარვის არეალი „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე, არამედ მოიცვან უკრაინის ოფიციალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორია რუსული პროპაგანდის ტრანსლირებისთვის.
რეზიუმე: 2020 წლის 24 ივნისის სამხედრო აღლუმი იქცა ერთგვარ კულმინაციად „გამარჯვების ცოფის“ იდეის პროპაგანდირებისათვის, თუმცა არა დასასრულად. მოსახლეობის ცნობიერების მილიტარიზაცია კვლავაც გრძელდება, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ამ პროცესში ბავშვებისა და მოზარდების ჩართვა.
ოკუპანტები მაღალ შეფასებას აძლევენ მედიის წარმომადგენელთა (უფრო სწორი იქნება მათ პროპაგანდისტები ვუწოდოთ) მუშაობას რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომის მსვლელობაში. ამასთან ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისგან ამზადებენ მათ ახალგაზრდა შემცვლელებს, რომლებსაც „საინფორმაციო ფრონტის მეომრებს“ უწოდებენ.
არაღიარებული წარმონაქმნების მოსახლეობას სულ უფრო და უფრო მეტად ექაჩებიან საინფორმაციო არქაიკისკენ, კონკრეტულად კი, ნერგავენ გზავნილს „საბჭოთა კავშირში უდარდელ ცხოვრებაზე“, ამასთან საუბრობენ „მკაცრი ხელით“ მართვის აუცილებლობაზე რომლის სახედაც წარმოდგენილია სტალინ-პუტინის კულტი, რომლის „შევარდნებადაც“ სახელდებიან სახალხო კომისარიატისა (НКВД) და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) წარმომადგენლები, რომლებიც შეძლებენ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიონ „უკრაინულ ფაშიზმს.
წინამდებარე პუბლიკაცია თარგმნილია საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის მიერ, „რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრთან“ თანამშრომლობის ფარგლებში.